loader

"ბურჯანაძის დედა..." - გორის საკრებულოს წევრების საახალწლო დროსტარება ჩხუბით დასრულდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბურჯანაძის დედა..." - გორის საკრებულოს წევრების საახალწლო დროსტარება ჩხუბით დასრულდა

გორის საკრებულოს წევრების ძველით ახალი წლის აღსანიშნავი წვეულება ჩხუბით დასრულდა. რესტორან "ნაჭარმაგევში" დაპირისპირება "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელ ზურაბ როსებაშვილსა და უცნობ პირს შორის დაიწყო და სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. კადრებში ჩანს, რომ სუფრაზე დეპუტატებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძეც იმყოფებოდა.

"ბურჯანაძის დედა ..." - ეს გინება, რომელიც კადრში ისმის, სავარაუდოდ, როსებაშვილის გასაგონად მასთან დაპირისპირებულებს ეკუთვნით. ჩხუბი დარბაზის შესასვლელში, დერეფანში დაიწყო, შემდეგ კი ეზოში გაგრძელდა, სადაც არსებული ინფორმაციით, "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელი წიხლებით სცემეს.

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას ადგილობრივი ტელეკომპანია "თრიალეთი" ავრცელებს. იხილეთ ვიდეო სრულად აქ