loader

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნის დღესვე დააზიანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გახსნის დღესვე დააზიანეს

თბილისში, 9 აპრილის ბაღში, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დააზიანეს. კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად არის მოგლეჯილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" 9 აპრილის ბაღის დაცვის თანამშრომლებმა განუცხადეს, წარწერა მათ ამ დილით იპოვეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდოდ ძეგლი გუშინ, გვიან ღამით დააზიანეს.

9 აპრილის ბაღში მსახიობ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ. ძეგლის ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.