loader

მამა ილია კარტოზიას გამოსვენება სამების ტაძრიდან და პანაშვიდზე მისული რიჩარდ ნორლანდი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამა ილია კარტოზიას გამოსვენება სამების ტაძრიდან და პანაშვიდზე მისული რიჩარდ ნორლანდი

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამა ილია კარტოზიას სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს მღვდელმთავრები, სასულიერო პირები და ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ. პანაშვიდი ყოვლადწმინდა სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ გაიმართა. ტაძარში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა გარდაცვლილის დედას და ჭირისუფლებს მიუსამძიმრა.

მამა ილია, რომელიც ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, საქართველოში 18 იანვარს ჩამოასვენეს. სამების ტაძრიდან არქიმანდრიტის ცხედარი მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში გადაასვენეს, საიდანაც დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ და ამავე მონასტრის ეზოში დაკრძალავენ.

ასევე იხილეთ: ემოციური კადრები - არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ჩამოსვენება თბილისში