loader

"მთავრობა მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებათ" - ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი ხელოვნების ქურუმით დაჯილდოვდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მთავრობა მაქსიმალურად გვერდში დაგიდგებათ" - ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი ხელოვნების ქურუმით დაჯილდოვდნენ

დადგა დრო, რომ ქართული კინო განვითარდეს და ის ახალ ეტაპზე ავიყვანოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" განაცხადა, სადაც კულტურის მინისტრთან ერთად ოსკარზე წარდგენილი ქართულენოვანი ფილმის გადამღებ ჯგუფს და კინოხელოვანებს ქართული ფილმების საერთაშორისო წარმატების აღსანიშნავ ღონისძიებაზე უმასპინძლა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ის სხვა ეტაპზე გადადის.

სასტუმრო "თბილისში მარიოტში" გამართულ ღონისძიებაზე რეჟისორები - ზაზა ურუშაძე და გიორგი ოვაშვილი კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდოთი – ხელოვნების ქურუმით დაჯილდოვდნენ.