loader

"მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამა ილიამ სამაგალითო გმირობა გვაჩვენა" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მამა ილია კარტოზიას ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის მეთაური დილით სვეტიცხოვლის ტაძარში იმყოფებოდა, სადაც არქიმანდრიტია დასვენებული.

მამა ილია კარტოზიას სვეტიცხოვლის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მცხეთაში მდებარე დავით აღმაშენებლის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. მამა ილია კარტოზია აღნიშნული ტაძრის წინამძღვარი იყო.

ადრიატიკის ზღვაში, ბორან "ნორმან ატლანტიკზე" ხანძარი 28 დეკემბერს გაჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის იყო საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა, ყველა მათგანი ცოცხალი და უვნებელი გადარჩა.