loader

ორი ქართველის დაკავების კადრები, რომლებიც მოსკოვში ბიზნესმენზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორი ქართველის დაკავების კადრები, რომლებიც მოსკოვში ბიზნესმენზე თავდასხმაში არიან ეჭვმიტანილნი

მოსკოვის ოლქში რუსმა სამართალდამცველებმა ხუთი დამნაშავე დააკავეს, მათ შორის - ორი ქართველი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ბიზნესმენზე თავდასხმაში. რუსული მედიის ინფორმაციით, გასული წლის ბოლოს დანაშაულებრივი ჯგუფი თავს დაესხა ბიზნესმენს, რომელსაც 20 მილიონი რუსული რუბლი გასტაცეს.

სამართალდამცველთა განცხადებით, დაკავებისას დამნაშავეთა საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულ იქნა მილიონ ხუთასი ათასი რუბლი, მაჯის საათების კოლექცია, ორი ძვირად ღირებული ავტომობილი, რომლებიც დამნაშავეებმა ნაძარცვი თანხით შეიძინეს.

ბიზნესმენზე თავდამსხმელებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.