loader

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი წუხელ საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო, სამხედრო ატაშე სერგეი კუნდიუსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე.

აეროპორტის გამოსასვლელში ცხედარს დაშვებული დროშებით პატივი მიაგეს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლებმა. იქ ასევე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, მათ შორის, ნუგზარ წიკლაური, კობა ხაბაზი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, გივი თარგამაძე. გარდაცვლილი ქაშუეთის ტაძარში გადაასვენეს.

თამაზ სუხიაშვილს ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში შაბათს დაკრძალავენ. მას კვირას 37 წელი შეუსრულდებოდა.

ავტორი: ირაკლი გედენიძე

ასევე იხილეთ: უკრაინა ქართველ "კიბორგს" ემშვიდობება - თამაზ სუხიაშვილის პანაშვიდი კიევში