loader

ბაღის მომვლელის ქმედებამ მშობლები შოკში ჩააგდო: 48 წლის ქალი იატაკზე ჩაძინებულ გოგონას წიხლებს ურტყამს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაღის მომვლელის ქმედებამ მშობლები შოკში ჩააგდო: 48 წლის ქალი იატაკზე ჩაძინებულ გოგონას წიხლებს ურტყამს

ფლორიდაში ბაგა-ბაღის აღმზრდელი ლინდა კლემი დააკავეს. 48 წლის ქალს, რომელიც თავად ოთხი შვილის დედაა, ბავშვზე ძალადობა ედება ბრალად. კადრებში, რომელიც ბაღში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიღო, ჩანს, როგორ ურტყამს მომვლელი წიხლებს 16 თვის გოგონას, რომელსაც იატაკზე ჩაეძინა.

ბავშვის დედის, კრისტალ ფაგიონეს თქმით, ბაღში მიყვანიდან სამ დღეში შვილის სხეულზე დაზიანებები შენიშნა. როდესაც ფაგიონემ ბავშვი საავადმყოფოში წაიყვანა, პოლიცია გამოიძახეს. ამის შემდეგ სამართალდამცველები ბაღში მივიდნენ, სადაც კამერები შეამოწმეს და ლინდა კლემის ქმედებები გამოააშკარავეს.

ასევე იხილეთ:

სკოლა-ინტერნატის აღმზრდელი ბავშვებს უმოწყალოდ სცემს (+18)

მშობლებმა ფარული კამერით შვილის მომვლელის სასტიკი საქციელი გადაიღეს

შემზარავი კადრები ბაგა-ბაღიდან, სადაც აღმზრდელები პატარებს არაადამიანურად ეპყრობიან