loader

"არავის არასდროს განიკითხავდა" - მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არავის არასდროს განიკითხავდა" - მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზ იორამაშვილი 19 იანვარს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იგი პირველი მღვდელმთავარი იყო, რომელიც პატრიარქმა ინტორნიზაციის შემდეგ, 1978 წლის 2 აგვისტოს მეუფედ აკურთხა.

მიტროპოლიტი თადეოზი სიონის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე იგი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებმა, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრების მღვდელმსახურებმა და მონაზვნებმა, ახლობლებმა, მრევლმა გააცილეს.

მანამდე სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გარდაცვლილი მიტროპოლიტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და მეუფის შესახებ მრევლს ვრცელი ქადაგებითაც მიმართა.