loader

"ლექსო ისე მოიქცა, როგორც მას ეკადრებოდა" - ღარიბაშვილი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლექსო ისე მოიქცა, როგორც მას ეკადრებოდა" - ღარიბაშვილი ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს

ლექსო ჭიკაიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ღირსეული პოლიციელი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული ჯარისკაცი, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას.

მისივე შეფასებით, ჭიკაიძემ დაადასტურა ისიც, რომ მისთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ხალხის სამსახურში ყოფნა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას გადადგომის შესახებ დააკმაყოფილებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.