loader

გიორგი აბაშიძემ ყოფილ მეუღლეზე ხელახლა იქორწინა: ექსკლუზიური კადრები წვეულებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გიორგი აბაშიძემ ყოფილ მეუღლეზე ხელახლა იქორწინა: ექსკლუზიური კადრები წვეულებიდან

გიორგი აბაშიძემ ყოფილ მეუღლეზე ხელახლა იქორწინა. ასლან აბაშიძის ვაჟმა 23 იანვარს, ბათუმში მოაწერა ხელი სალომე ბაჯელიძესთან, რომელიც წლების წინ მისი მეუღლე იყო. წყვილმა ურთიერთობა გასული წლის შემოდგომაზე განაახლა.

გიორგიმ და სალომემ ხელმოწერის ცერემონია ვიწრო წრეში, ბათუმის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში აღნიშნეს. სტუმრებს შორის იყო მომღერალი სოფო ხალვაში, რომელმაც წვეულებაზე რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. "პალიტრა ტვ"-მ საქორწინო წვეულებაზე გადაღებული ვიდეომასალა ექსკლუზიურად მოიპოვა.