loader

იური ვაზაგაშვილი შვილების გვერდით დაკრძალეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იური ვაზაგაშვილი შვილების გვერდით დაკრძალეს

იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილას სასაფლაოზე შვილების გვერდით დაკრძალეს. ვაზაგაშვილის დაკრძალვაზე ადგილობრივი მოსახლეობა, ოჯახის ახლობლები, ნათესავები, პოლიტიკოსები და ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.

იური ვაზაგაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ასევე, მინისტრებმა: მინდია ჯანელიძემ, სოზარ სუბარმა, პაატა ზაქარეიშვილმა, გიორგი მღებრიშვილმა, კახა კალაძემ.

იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორები: ნინო ჩიჩუა, გიორგი ღუდუშაური