loader

ექსკურსია ექსკლუზიურად თქვენთვის! - როგორ გამოიყურება ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექსკურსია ექსკლუზიურად თქვენთვის! - როგორ გამოიყურება ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი

ის, რაც გენატრებათ და გაინტერესებთ; დეტალები, რომლებიც თქვენს მეხსიერებას სასიამოვნოდ შემორჩა და ჯერ კიდევ არ გინახავთ. როგორ გამოიყურება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრი? ისტორიული შენობის კარი საგანგებოდ "პალიტრა ტვ"-ის მაყურებლისთვის გაიღო.

ხუთწლიანი სარემონტო სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. სრულმასშტაბიანი რესტავრაციის შედეგად, შენობის ძირითადი იერსახე, ფერები და დეტალები შენარჩუნდა. ხელახლა მოიხატა ინტერიერი, დამუშავდა მარმარილოს იატაკი, დაზიანებული ფილები მაღალი ხარისხის ანალოგით შეიცვალა. ახლა საბოლოო სამუშაოები ძირითად დარბაზში მიმდინარეობს.

განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრი შემოდგომაზე გრანდიოზული გალა-კონცერტით გაიხსნება. მომდევნო დღეებში თეატრის სცენა "აბესალომ და ეთერის" და "გორდას" წარმოდგენებს დაეთმობა.

ავტორები: ანა მარშანია, გიორგი შეყილაძე