loader

"დედის გინებაზე ჯარიმა რამდენია?" - მორიგი ვიდეო, სადაც მძღოლი ქალი პატრულს შეურაცხყოფას აყენებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედის გინებაზე ჯარიმა რამდენია?" - მორიგი ვიდეო, სადაც მძღოლი ქალი პატრულს შეურაცხყოფას აყენებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ორი ვიდეო წარუდგინა მედიის წარმომადგენლებს. ორივეზე ასახულია მძღოლი ქალი, რომელმაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები და მისი ურთიერთობა საპატრულო პოლიციასთან.

ჯაფარიძის ინფორმაციით, ვიდეოზე ასახულია მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. მძღოლი პირადი კონტაქტების საშუალებით ცდილობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. საუბრისას ყუშიტაშვილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ დავით ცინარიძეს ახსენებს. ამასთან, უწმაწური სიტყვებით მოიხსენიებს პატრულის თანამშრომლებს.

"ყუშიტაშვილი ეკატერინე ვარ, "მეიდ ინ თელავი"; "რით ვერ დაიმახსოვრე ჩემი მანქანის ნომერი, რომ არ გამაჩერო? 40 ლარის დედას შ..., იცი, რამდენი 40 ლარი მაქ? ძაან დაბალი დონის თემაა რა..."; "დედის გინებაზე ჯარიმა რამდენია? ეგეც იკითხე და მერე მოდი ჩემთან" - ამ სიტყვებით მიმართავს მოქალაქე პატრულის თანამშრომელს.

ასევე იხილეთ: "დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს" - "ნაციონალები" ავრცელებენ ვიდეოს, როგორ აგინებს ქალი პატრულს

"თვითონ გაიძულებს ეს პატრული, რო აგინო" - ეკა ყურშიტაშვილის კომენტარი სკანდალურ ვიდეოზე