loader

რა ვიდეოს ავრცელებს სანდრო გირგვლიანის მამა შვილის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიდეოს ავრცელებს სანდრო გირგვლიანის მამა შვილის გარდაცვალებიდან წლების შემდეგ

27 იანვარს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 10 წელი შესრულდა. სანდროს მამის, გურამ გირგვლიანის "ფეისბუქზე" ვიდეო განთავსდა, რომელიც სანდროს მეგობრებმა რამდენიმე წლის წინ გადაიღეს.

"გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმე წლების მანძილზე სამოქალაქო ვნებათაღელვის მიზეზი გახდა.

2011 წლის 26 აპრილის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას "აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა". საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დაეკისრა.