loader

"ბიჭებო, შეცდომას უშვებთ... სამხრეებს გაუფრთხილდით" - შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბიჭებო, შეცდომას უშვებთ... სამხრეებს გაუფრთხილდით" - შეიარაღებული მთვრალი პოლკოვნიკი და პატრული

"ნაციონალური მოძრაობა" ვიდეომასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ნასვამი პირი ცდილობს, კანონდარღვევის მიუხედავად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ადმინისტრაციული ჯარიმა არ გამოაწერინოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ინციდენტი რამდენიმე თვის წინ ბორჯომში მოხდა და მასში მონაწილე პირი შსს სტრუქტურის მაღალჩინოსანი, კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მოადგილე ზურაბ ბერიკაშვილია.

"ვიდეომასალაში ჩანს, რომ ავტომანქანას, რომელშიც ბერიკაშვილი ზის, პატრული აჩერებს. პირი, რომელიც ავტომანქანას მართავდა, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ისევე, როგორც თავად ბერიკაშვილი. ჩანაწერის მიხედვით, მას შემდეგ, რაც პატრულმა ავტომანქანა გააჩერა, ბერიკაშვილი გადმოვიდა და სცადა, პატრულისთვის აეხსნა, რომ ის ჩინით პოლკოვნიკია, რის გამოც უნდა გაუშვან. მას შემდეგ, რაც პატრულის თანამშრომელი გადაწყვეტს, რომ მაინც დააჯარიმოს, ბერიკაშვილი იღებს იარაღს. უკვე ამის მერე პატრული მას აკავებს და გადაჰყავს სამმართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასევე იხილეთ: ბატონმა დათომ ხელიც წამკრა - რას ჰყვება ყოფილი პოლიციელი, რომელიც სკანდალურ ვიდეოში ფიგურირებს

"დედის გინებაზე ჯარიმა რამდენია?" - მორიგი ვიდეო, სადაც მძღოლი ქალი პატრულს შეურაცხყოფას აყენებს

"დავდივარ გაბლატავებული და გადაეცი, ტრ... დააყენოს" - "ნაციონალები" ავრცელებენ ვიდეოს, როგორ აგინებს ქალი პატრულს