loader

ხელბორკილდადებულმა ქალმა პოლიციის მანქანა გაიტაცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელბორკილდადებულმა ქალმა პოლიციის მანქანა გაიტაცა

აშშ-ში, პენსილვანიის შტატის მკვიდრმა, რომელიც ქურდობისთვის პოლიციამ დააკავა, პოლიციის მანქანის გატაცება ხელბორკილდადებულმა მოახერხა. 27 წლის როქსანა რიმერი მას შემდეგ დააკავეს, რაც საიუველირო მაღაზიიდან საყურე მოიპარა. ქალს ხელბორკილი დაადეს და პოლიციის მანქანის უკანა სავარძელზე დასვეს.

სანამ სამართალდამცველები მის ავტომობილს ამოწმებდნენ, რიმერმა წინა და უკანა სავარძლების გამყოფი კედლის ხვრელში გაძრომა, ავტომობილის დაძვრა და გატაცება შეძლო. ქალმა, რომელსაც ხელები ზურგს უკან ჰქონდა, ავტომობილი 160 კმ/სთ-მდე სიჩქარით ატარა. სამართალდამცველები ქალს აედევნენ და მისი დაკავება 15 კილომეტრის შემდეგ მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ქალს ხელბორკილი ისევ ეკეთა.