loader

დათო ევგენიძის "გაცოცხლებული ლექსები" და სიურპრიზი ხელოვანისგან მის თაყვანისმცემლებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დათო ევგენიძის "გაცოცხლებული ლექსები" და სიურპრიზი ხელოვანისგან მის თაყვანისმცემლებს

საქართველოში ახლახან დაბრუნებული დათო ევგენიძე "ბიბლუს გალერიში" თაყვანისმცემლებს შეხვდა და საკუთარი ლექსების კრებული "საქართველოს ფოსტა უპასუხო წერილები" გააცნო.

ლექსები, ჭიქა ღვინო, სასიამოვნო მუსიკა და წერილები, რომელთა ავტორებსაც დათო ევგენიძემ სიურპრიზი გაუკეთა და საკუთარ კონცერტზე დასასწრები ბილეთებით დააჯილდოვა. "ბიბლუს გალერის" ნებისმიერ სტუმარს ერთი კვირის განმავლობაში საშუალება ჰქონდა, დათო ევგენიძისთვის გაეზიარებინა თავისი ემოცია და მისთვის წერილი "საქართველოს ფოსტის" სპეციალური ყუთის საშუალებით გაეგზავნა.

საჩუქარი დათო ევგენიძემაც მიიღო. elva.ge-მ ხელოვანს სიმბოლური მუსიკალური ყუთი აჩუქა, მასში პირველი გზავნილით - 1 წლის მანძილზე მუსიკოსი "ლიტერატურული პალიტრის" ყველა ნომერს მიიღებს.

ავტორები: თეა ბითაძე, გიგა ხურცილავა