loader

შსს-მ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა

სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რევაზ ს. ქურდობის ფაქტზე ამხილეს.

გამოძიების ინფორმაციით, რევაზ ს-მ ადიგენის რაიონის სოფელ ვარხანში გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამსახურის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, 5 მეტრი სიგრძის, 44 ცალი დასაწყობებული ნაძვის ხის სამასალე მერქანი მოიპარა, რომლის ნაწილიც იქვე მდებარე ხის გადამამუშავებელ სახერხ საამქროში გადაამუშავა. სამართალდამცველებმა მოპარული ხის მორები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.