loader

პროკურატურა: ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე გახსნილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პროკურატურა: ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის საქმე გახსნილია

პროკურატურამ ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის საქმე გახსნილად გამოაცხადა.

"განახლებული გამოძიების პირობებში, რომელიც მოიცავდა 150-მდე მოწმის დაკითხვას, მათ შორის ერთი მოწმე დაიკითხა საზღვარგარეთ, ათზე მეტი ექსპერტიზის და სხვა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, პროკურატურამ გამოკვეთა ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის მკვლელობის მოტივი, აღადგინა ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს და დაადგინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის, ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი" - ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მთავარ პროკურატურაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.