loader

მამაკაცი ყოველდღე ფეხით 33 კმ-ს გადის, რომ სამსახურში მივიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი ყოველდღე ფეხით 33 კმ-ს გადის, რომ სამსახურში მივიდეს

ამერიკელი ჯეიმს რობერტსონი სახლიდან სამსახურში და უკან ფეხით დადის. სახლიდან სამსახურამდე გზა კი 37 კილომეტრია.

56 წლის რობერტსონის თქმით, ყველაფერი 10 წლის წინ დაიწყო, როდესაც მისი ავტომობილი გაფუჭდა. დაბალი ხელფასით მამაკაცმა ახალი ავტომობილი ვერ შეიძინა, ამიტომ სახლიდან სამსახურში და უკან სიარული ფეხით მოუწია. ამ დროის განმავლობაში ჯეიმსი ავად არასდროს გამხდარა. მამაკაცი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სამსახურთან ახლოს გადასვლას არ აპირებს, რადგან მეუღლესთან ერთად შესანიშნავ სახლში ცხოვრობს.

რობერტსონი Schain Mold & Engineering-ის ქარხანაში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დღეში 8 საათი მუშაობს. მამაკაცი 4 კილომეტრს ავტობუსით გადის, დარჩენილ 33-ს კი - ფეხით.

რობერტსონის ისტორიამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მის დასახმარებლად ადამიანებმა 50 000 დოლარი შეაგროვეს, მაგრამ ჯეიმსი ცხოვრების წესის შეცვლას არ აპირებს: იგი ფეხით ბევრ სიარულს უკვე მიეჩვია, ამიტომ მზად არ არის საჩუქრად ავტომობილი მიიღოს, შეგროვებული ფულის დახარჯვას კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის აპირებს.