loader

ავიაკატასტროფის შოკისმომგვრელი კადრები: ტაივანში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავიაკატასტროფის შოკისმომგვრელი კადრები: ტაივანში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა

ავიაკომპანია TransAsia-ს თვითმფრინავი ATR 72-600, რომელშიც 58 მგზავრი იმყოფებოდა, ტაივანის დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით დაღუპულია 18 ადამიანი. 17-მა მგზავრმა სალონიდან გამოსვლა შეძლო. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები ბორტზე დარჩენილების გამოსაყვანად.

სამგზავრო თვითმფრინავი სუნშანის აეროპორტიდან ძინმენის კუნძულზე შიდა რეისს ასრულებდა. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავი საავტომობილო ხიდს შეეხო და მდინარეში ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ხიდზე მიმავალი რამდენიმე ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მომენტი დააფიქსირა. 2014 წლის 23 ივლისს TransAsia-ს კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ავარიული დაჯდომის შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა.