loader

სამაშველო ოპერაცია ავიაკატასტროფის შემდეგ: მაშველები მდინარეში დაკარგულებს ეძებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამაშველო ოპერაცია ავიაკატასტროფის შემდეგ: მაშველები მდინარეში დაკარგულებს ეძებენ

ტაივანში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაკარგული 12 ადამიანის ძებნა გრძელდება. "ბი-ბი-სი"-ს ცნობით, დაღუპულთა რიცხვმა უკვე 31-ს მიაღწია, 15 ადამიანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.

ავიაკომპანია "ტრანსაზია ეარვეისის" კუთვნილი თვითმფრინავი დედაქალაქ ტაიბეისთან ახლოს გუშინ ჩამოვარდა და მდინარე კილუნგში ჩაიძირა. ბორტზე 58 ადამიანი იმყოფებოდა.

თვითმფრინავის "შავი ყუთი" უკვე იპოვეს. გარდა ამისა, საჰაერო მიმოსვლის საკონტროლო კომპიუტერში შენახული ჩანაწერის შედეგად, შესაძლებელი გახდა პილოტის ბოლო სიტყვების მოსმენა. როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, პილოტმა სადისპეტჩეროს ძრავის გაუმართაობის შესახებ აცნობა.

ასევე იხილეთ: ვიაკატასტროფის შოკისმომგვრელი კადრები - ტაივანში თვითმფრინავი მდინარეში ჩავარდა