loader

"როგორ მივედით იქამდე, რომ ქვეყნის სათავეში ეს "შიზოფრენიკი" იდგა" - გოგა ხაინდრავა რუსულ მედიასთან "9+1"-ზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"როგორ მივედით იქამდე, რომ ქვეყნის სათავეში ეს "შიზოფრენიკი" იდგა" - გოგა ხაინდრავა რუსულ მედიასთან "9+1"-ზე

"რეჟიმის ანატომია: საქართველოში მიხეილ სააკაშვილზე სერიალს იღებენ" - ასე ეხმაურება რუსული ტელეკომპანია "ნტვ" გოგა ხაინდრავას ახალ ფილმს "9+1".

"არ ვაპირებ საპნის ოპერის გადაღებას, რომელზეც ქალები სამზარეულოში იტირებენ. მინდა გავაკეთო სერიოზული სურათი. ანალიზი იმისა, როგორ მივედით იქამდე, რომ ქვეყნის სათავეში ეს შიზოფრენიკი იდგა", - აცხადებს ხაინდრავა "ნტვ"-სთან საუბარში.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ცხრაწლიან მმართველობაზე მხატვრულ ფილმს იღებს, სათაურით "9+1". გოგა ხაინდრავას თქმით, შემოთავაზება მან თავად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ფილმის რეჟისორობაზე.

ასევე იხილეთ: გოგა ხაინდრავა, კევინ სპეისი და "ოქროს გლობუსი"