loader

ადგილები თბილისში, სადაც ტროტუარზე მანქანას აჩერებდით და ვეღარ გააჩერებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ადგილები თბილისში, სადაც ტროტუარზე მანქანას აჩერებდით და ვეღარ გააჩერებთ

ვაკე-საბურთალოს რაიონში ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია. თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, სულ პარკირების 210 ადგილი გაუქმდება. თბილისის მთავრობამ, ქალაქის მერის ინიციატივით, რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება, იქ, სადაც 3 მეტრზე ნაკლებია ტროტუარის სიგანე, პარკირება აიკრძალოს, რათა ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებაში ხელი არ შეეშალოთ. პარკირების ნიშნულები უკვე გაუქმებულია ჭავჭავაძის გამზირის დიდ ნაწილზე, აბაშიძისა და შარტავას ქუჩებზე.

ამასთან, დავით ნარმანიას დავალებით, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება კონკურსი ინვესტორი კომპანიების მოსაზიდად, რომლებიც ააშენებენ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგებს, რათა ტროტუარებზე პარკირების შეზღუდვამ მძღოლებს დისკომფორტი არ შეუქმნას.

Fewer cars on sidewalks in Tbilisi – More space for pedestrians - Watch the video on georgianjournal.ge


ასევე იხილეთ:

პარკინგი თბილისში: მძღოლი გოგოს და ქვეითი ბიჭის დიალოგი

თბილისის სენი: მანქანები ტროტუარზე, ქვეითები გზაზე

უადგილო პარკირება თბილისში და "საცალფეხო ბილიკი" ტროტუარებზე

ეს თბილისში ხდება და ყველა მძღოლს ასე მოექცევიან, ვინც მანქანას ტროტუარზე აჩერებს!