loader

НТВ-ზე უკრაინის პოზიციის დასაცავად მისულ ქსენია სობჩაკს სტუმრებმა და წამყვანმა სიტყვა არ ათქმევინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

НТВ-ზე უკრაინის პოზიციის დასაცავად მისულ ქსენია სობჩაკს სტუმრებმა და წამყვანმა სიტყვა არ ათქმევინეს

რუსული ტელეკომპანია НТВ-ს გადაცემა Список Норкина, რომელშიც ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი მონაწილეობდა, 8 თებერვალს უკრაინის კრიზისს და დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს მიეძღვნა. როგორც НТВ-ს საიტზეა ნათქვამი, პროგრამის მსვლელობისას ДОЖДЬ-ის ჟურნალისტმა განაცხადა, რომ დონბასში რუსული არმიის რეგულარული ნაწილები იბრძვიან. გადაცემის სტუმრები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა (წამყვანის ჩათვლით) რუსეთისა და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რეპუბლიკის ინტერესებს იცავდა, სობჩაკს შეეკამათნენ, რის შემდეგაც ტელეწამყვანმა Комсомольская правда-ს ჟურნალისტები ფარისევლობაში დაადანაშაულა.

დისკუსიის დროს სობჩაკმა დაიჩივლა, რომ მას სიტყვის თქმის საშუალებას არ აძლევენ. როდესაც წამყვანი ანდრეი ნორკინი ჩაერია, სობჩაკი დაემუქრა, რომ გადაცემიდან წავიდოდა და გადაცემას "პროპაგანდისტული" უწოდა. მოგვიანებით სობჩაკმა "ტვიტერზე" დაწერა: "ჯოჯოხეთში ვარ, უბრალოდ, მაკანკალებს" და რომ ფედერალურ ტელეარხებზე აღარასოდეს წავა.

ასევე იხილეთ: "იმედია, მის ნათქვამს უკრაინა არ დაიჯერებს" - რუსულ არხზე უკრაინის თემა სააკაშვილის ციტატით დაასრულეს