loader

ქართველი მწერლის რომანი, რომელიც ბესტსელერად იქცა და მის მიხედვით ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი მწერლის რომანი, რომელიც ბესტსელერად იქცა და მის მიხედვით ჰოლივუდში ფილმი გადაიღეს

გიორგი პაპაშვილი 1898 წლის 23 აგვისტოს დაიბადა სოფელ კობიაანთკარში. ბავშვობის ტრაგედია მალე დაიწყო, დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი უსახსრობის გამო მისი სკოლაში შეყვანა ვერ მოახერხა. სრულიად ახალგაზრდას I მსოფლიო ომში მოუხდა სნაიპერად ყოფნა. თხუთმეტწლიანი ხეტიალის შემდეგ გიორგი პაპაშვილმა ცოლად ამერიკელი მწერალი ქალი ჰელენ უაიტი შეირთო. წყვილმა ჰელენის მზითევით პენსილვანიის შტატში პატარა ფერმა იყიდა და გიორგიმ მამა-პაპის ხელობას, ხვნა-თესვას მიჰყო ხელი.

1938 წელს გიორგი პაპაშვილმა და ჰელენ უაიტმა დაწერეს ავტობიოგრაფიული ნოველების კრებული "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" ("Anything Can Happen"). თხზულება 1945 წელს გამოიცა და ნამდვილ ლიტერატურულ სენსაციად იქცა – 1.5 მილიონი გაიყიდა მთელ მსოფლიოში და ითარგმნა დაახლოებით 20 ენაზე.

1952 წელს "ყველაფერი შეიძლება მოხდეს" მიხედვით, ჰოლივუდში გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი (რეჟისორი ჯორჯ სითონი), სადაც მთავარი როლები ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა - ხოსე ფარერიმ და კიმ ჰანტერმა. ფილმში გამოყენებული იყო ქართული სიმღერები, მელოდიები, ცეკვები.