loader

ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მის გარდაცვალებასთან - ზურაბ ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მის გარდაცვალებასთან - ზურაბ ჯაფარიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მისი გარდაცვალების მიზეზთან.

"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს ეს საქმე, გაათავისუფლოს ის ადამიანები, რომლებიც უდანაშაულოები არიან და უაზროდ ჰყავთ დაკავებული. ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა უბედური შემთხვევის გამო. საქმეში არსებობს ამის ყველა მტკიცებულება, მათ შორის, არსებობს ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნაც. ზურაბ ჟვანიას პირადი ცხოვრების დეტალებს არანაირი შემხებლობა არ აქვს მის გარდაცვალებასთან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-მა გუშინ გაავრცელა ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნის ნაწილი, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა. დოკუმენტში მითითებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი. მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.