loader

”თქვენ ზევითა ხართ, მე - ქვევით”... - სამთავრობო ელიტისგან განმარტოებული ალასანია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

”თქვენ ზევითა ხართ, მე - ქვევით”... - სამთავრობო ელიტისგან განმარტოებული ალასანია

პაატა ბურჭულაძის 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილო კონცერტზე ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი თითქმის სრული სახით იყო წარმოდგენილი. სპორტის სასახლეში იმყოფებოდნენ: პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ისინი სპეციალურად მათთვის გამოყოფილ სექციაში ისხდნენ.

მათგან მოშორებით იჯდა თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია მეუღლესთან, ნათია ფანჯიკიძესთან ერთად.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლეს წერილებს არ აკითხებს