loader

Speak Up in Georgia - "ახალგაზრდები მშვიდობისათვის" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Speak Up in Georgia - "ახალგაზრდები მშვიდობისათვის"

თბილისში 14-15 თებერვალს ღონისძიება "ახალგაზრდები მშვიდობისათვის" იმართება, რომელსაც 80-ზე მეტი ახალგაზრდა დაესწრება. მონაწილეები 400 განაცხადიდან კონკურსის წესით შეირჩნენ. ღონისძიება ორგანიზაცია Speak Up in Georgia-ს ინიციატივით ტარდება.

ღონისძიების პირველ დღეს, 14 თებერვალს მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია თემებზე: მიმდინარე კონფლიქტები მსოფლიოში, კონფლიქტის მართვის ტექნიკა, ახალგაზრდების როლი მშვიდობის მშენებლობაში, პროექტის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა.

15 თებერვალი, ღონისძიების მეორე დღე კი, მიეძღვნება პრაქტიკულ სამუშაოებს, მონაწილეები გუნდებში შეიმუშავებენ პროექტებს და გამართვენ პრეზენტაციებს. პროექტის ფარგლებში განხორციელდება ფოტო-კამპანია მშვიდობის მშენებლობის თემაზე.