loader

რამაზ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში, არამედ საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა - არჩილ თალაკვაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამაზ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში, არამედ საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა - არჩილ თალაკვაძე

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძე არათუ ნეიტრალურ ზონაში, არამედ საპასპორტო კონტროლის დროს შეაჩერეს, რასაც მისი დაკავება მოჰყვა. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "რუსთავი 2"-ის გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში" გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და პოლიციამ ის მხოლოდ სარფში, ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასვლის შემდეგ დააკავა.

არჩილ თალაკვაძემ მედიას საზღვრის კვეთის შესაბამისი ვიდეომასალაც წარუდგინა. მისი თქმით, გადაცემის ავტორებს არც კი მიუმართავთ შს სამინისტროსთვის, რომ ფაქტობრივი გარემოებები გადაემოწმებინათ.

ასევე იხილეთ: შსს პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძის დაკავების კადრებს ავრცელებს