loader

მამაკაცმა აეროპორტში შემოწმებისას სტრიპტიზი მოაწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა აეროპორტში შემოწმებისას სტრიპტიზი მოაწყო

ახალგაზრდა მამაკაცმა აეროპორტში შემოწმებისას სტრიპტიზი მოაწყო. იგი სრულიად გაშიშვლდა და მეტალოდეტექტორი გაოცებული პოლიციელების თვალწინ გაიარა.

ინციდენტი სანკტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტში მოხდა, შიშველი პერფორმანსი კი რუსული მედიის ინფორმაციით, აეროპორტის თანამშრომელმა მოაწყო, რომელიც IT განყოფილებაში მუშაობს. სტრიპტიზის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გამოქვეყნდა.

კადრებზე ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი  როგორ იხდის ტანსაცმელს და სრულიად შიშველი მეტალოდეტექტორში მშვიდად გადის. ამასთან, პროცესს ორი პოლიციელი და აეროპორტის თანამშრომელი ქალი ადევნებს თვალს, გაურკვეველი მიზეზით მათ შიშველი მამაკაცი არ შეუჩერებიათ.