loader

შსს-მ 9600 აბი "ტრამადოლი" ამოიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს-მ 9600 აბი "ტრამადოლი" ამოიღო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1961 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იუსუფ ო. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას 9600 აბი ნარკოტიკული საშუალება "ტრამადოლი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 480 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ტრამადოლს შეიცავს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული სატვირთო ავტომანქანა ტრანზიტული მარშრუტით სომხეთის რესპუბლიკაში მიდიოდა.