loader

სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იპოვეს, კიდევ ერთი ბურუსით მოცული სიკვდილის ამბავს ინახავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახლი, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იპოვეს, კიდევ ერთი ბურუსით მოცული სიკვდილის ამბავს ინახავს

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - დღემდე პასუხგაუცემელია კითხვები, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებას უკავშირდება. არავინ იცის, ზუსტად რა მოხდა 1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში, სადაც ღურწკაიების ოჯახში ზვიად გამსახურდია გარდაცვლილი იპოვეს...

1993 წლის საბედისწერო ღამიდან 11 წლის შემდეგ ღუწკაიების ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა - 2004 წლის 28 თებერვალს ლუდმილა და კარლო ღურწკაიების შვილი ნუკრი ღურწკაია მეზობლის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. რვათვიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო... მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან ათ წელზე მეტი გავიდა, მკვლელობის მიზეზებზე ადგილობრივები საუბარს დღემდე ერიდებიან. ღურწკაიების ოჯახმა სოფელი მკვლელობის დღესვე დატოვა...

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ ვრცლად: "იყო კი ცოცხალი ზვიად გამსახურდია, ხიბულაში რომ მიიყვანეს?!" - ავბედითი სახლის ისტორია