loader

კოპენჰაგენის პოლიციამ 22 წლის თავდამსხმელი მოკლა (+16) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოპენჰაგენის პოლიციამ 22 წლის თავდამსხმელი მოკლა (+16)

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში შეიარაღებული მამაკაცი შაბათს ერთ-ერთ კაფეში შეიჭრა, სადაც ისლამსა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობდა. სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიჭრა. მოგვიანებით უცნობი მამაკაცი სინაგოგას დაესხა თავს. თავდასხმას აქაც მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა ებრაელი მამაკაცი, ორი სამართალდამცველი კი დაშავდა.

თავდამსხმელი პოლიციამ გუშინ დილით მოკლა. დანიის პოლიციის ცნობით, კოპენჰაგენში თავდასხმების მომწყობი 22 წლის ომარ ელ-ჰუსეინი იყო. სამართალდამცველების ინფორმაციით, დამნაშავე მარტო მოქმედებდა. მანამდე კი მას არაერთ დანაშაულში სდებდნენ ბრალს, მათ შორის, კრიმინალურ დაჯგუფებებთან კავშირსა და იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში.