loader

ინდოელმა მეუღლის ყელზე ხმლით ქოქოსი გახლიჩა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინდოელმა მეუღლის ყელზე ხმლით ქოქოსი გახლიჩა

ინდოეთის ერთ-ერთმა ყველაზე ექსტრემალურმა წყვილმა საზოგადოება კვლავ გააოგნა. მეუღლეების - ბრამჰარამბისა და ბალაშანკარ ბუდატების გარშემო შკრებილი ტურისტები ამდენად სახიფათო ნომრის შესრულებას ნამდვილად არ ელოდნენ - ბალაშანკარმა მაჩეტეთი ქოქოსი გახლიჩა, რომელიც მიწაზე მწოლიარე მისი ცოლის ყელზე იდო.

გრძელ დანას ყელის გაჭრა თავისუფლად შეეძლო, მაგრამ საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა. გაოცებულმა და ცოტა არ იყოს, შეშინებულმა მაყურებლებმა ნანახი მობილური ტელეფონით გადაიღეს. უცნაური შოუს ვიდეოჩანაწერი გამოცემა The Daily Mail-მა გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ექსტრემალი ცოლ-ქმარი შოუში - "მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი ადამიანები" მიიღებს მონაწილეობას.