loader

ზამთრის გაგრის ულამაზესი ხედები - როგორ აღწერს რუსი ტურისტი აფხაზეთის ცხოვრებას და ხალხს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზამთრის გაგრის ულამაზესი ხედები - როგორ აღწერს რუსი ტურისტი აფხაზეთის ცხოვრებას და ხალხს

"აფხაზეთი ზამთარშიც კი სამოთხედ მოგეჩვენებათ" - ჰყვება რუსი ტურისტი, რომელიც 2015 წლის იანვარში გაგრაში იმყოფებოდა და ამის ამსახველი ვიდეო youtube-ზე განათავსა. მან უკმაყოფილება გამოთქვა პოლიციელების მიმართ, რომელთაც ტურისტს მართვის მოწმობა წაართვეს და შემდეგ გამოსასყიდად 600 რუბლი მოსთხოვეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა წუხს სამუშაოს უქონლობის და აფხაზური ნაციონალიზმის გამო, რადგან თუ აფხაზი არ ხარ, აქ საზოგადოებისგან გარიყული ხარ.

ტურისტის თქმით, ადგილობრივ მოსახლეობას იმედი აქვს რუსეთთან ურთიერთობების გამყარების, რათა ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიცია და ტურისტი შევიდეს. რუსი მოგზაური ჰყვება, რომ აფხაზების უფროსი თაობა უფრო თავაზიანად ექცევა ტურისტებს, რისი თქმაც არ შეიძლება ახალგაზრდებზე. ისინი გამოირჩევიან თავხედობით, არ არიან მიჩვეულნი მუშაობას და ბევრს ქურდობენ.