loader

სააკაშვილის პირველი ბრიფინგი პოროშენკოს მრჩევლის რანგში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილის პირველი ბრიფინგი პოროშენკოს მრჩევლის რანგში

მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პეტრო პოროშენკოს მრჩევლის რანგში, პირველი ბრიფინგი გამართა. მისი ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან მოლაპარაკებებს მართავს იმის საბოლოოდ გასარკვევად, ვინ არის დამნაშავე იმაში, რაც ხდება. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში არსებული ზავის პერიოდში უკრაინამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი დააგროვა საბოლოო მიზნისთვის - აგრესორის დასასუსტებლად და ქვეყნის დასაცავად.

მისივე თქმით, უკრაინამ მიიღო დამატებითი არგუმენტები იმისთვის, რომ დასავლელი პარტნიორებისგან თავდაცვითი შეიარაღება მოითხოვოს. სააკაშვილი ფიქრობს, რომ ამისთვის აუცილებელი ყველა დიპლომატიური ეტაპები უკვე გავლილია.