loader

უკრაინელების სისხლი ჩვენი სისხლია! - გაიგონეთ, დაინახეთ, ისაუბრეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უკრაინელების სისხლი ჩვენი სისხლია! - გაიგონეთ, დაინახეთ, ისაუბრეთ

პორტუგალიელებმა, ფრანგებმა, რუმინელებმა, უკრაინელებმა და კიდევ ათამდე სხვადასხვა ეროვნების სტუდენტმა უკრაინის მხარდამჭერი ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სახელწოდებით "სისხლიანი შეჯიბრება", რითაც ევროპას მოუწოდეს, არ იყვნენ გულგრილნი უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ. ვიდეო ზაფხულის სეზონის სოციალური ქსელების ჰიტის, Ice Bucket Challenge-ის სტილშია გაკეთებული, თუმცა ვიდეოს მონაწილეები თავზე ყინულიანი წყლის ნაცვლად, სისხლისფერ სითხეს ივლებენ.