loader

სკანდალური ვიდეო: სკოლის მოსწავლემ პოლიციის ოფიცერი სცემა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური ვიდეო: სკოლის მოსწავლემ პოლიციის ოფიცერი სცემა

კანადაში, ქალაქ ბრამპტონის სკოლა St. Marguerite D’Youville-თან მოსწავლემ პოლიციის ოფიცერი სცემა. შემთხვევითი გამვლელების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე პოლიციელ ქალს ხელიდან როგორ გაუსხლტა და მას თავში მუშტებს ურტყამს.

ამ დროს გოგონას მისი მეგობარიც ეხმარება, რომელიც პოლიციელის ხელიდან მის გამოგლეჯვას ცდილობს, მაგრამ სამართალდამცველი მას ეწევა და წიწაკის გაზს ასხურებს. ბოლოს, კოლეგასთან დასახმარებლად ორი სამართალდამცველი მივიდა, რომელთაც გაქცეული გოგონების დაკავება მოახერხეს.

17 თებერვალს YouTube-სა და სხვა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეორგოლი ვირუსული გახდა. კონფლიქტის მიზეზზე პოლიცია არ საუბრობს, მაგრამ გოგონების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემას აპირებს.