loader

ხმაური თბილისის საკრებულოში "ნაციონალებსა" და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური თბილისის საკრებულოში "ნაციონალებსა" და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შორის

თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების გაფართოებული სხდომა კამათის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე მიწვეული იყო თბილისის მერიის საქალაქო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე. სხდომას ასევე ესწრებოდნენ მერიის წარმომადგენელი საკრებულოში ავთო ხარატი და საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი.

საუბრის დასაწყისში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძემ მიმართა ზედამხედველობის სამსახურის უფროს გეგი ნიჟარაძეს, ეპასუხა მათთვის საინტერესო რამდენიმე საკითხზე. კერძოდ, აუდიოჩანაწერების შესახებ, რომელიც გეგი ნიჟარაძის საწინააღმდეგოდ მეტყველებს, კერძოდ, ასახავს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტს; ასევე, იმ კორუფციული ქსელის შესახებ, რომელიც მის სამსახურში არსებობს და შს სამინისტრომ ეს დაადასტურა. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო თბილისის მერიის თანამშრომლის, კახა ბუსკივაძის მიერ მაჯის საათით გადაღებული ვიდეო, რომელიც მისი გასაუბრების გამოცდის პროცესს ასახავს და იმ დაპირისპირებას, რაც ამ ფარული ჩაწერის პროცესს მოჰყვა.