loader

"ამათი ადგილი სანაგვე და საკანალიზაციო მილებია" - სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან "თავისუფალი თაობის" 5 წევრი დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამათი ადგილი სანაგვე და საკანალიზაციო მილებია" - სააკაშვილის ბიბლიოთეკასთან "თავისუფალი თაობის" 5 წევრი დააკავეს

"თავისუფალი თაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან "თავისუფალი თაობის" წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ბიბლიოთეკაში გახსნილ გამოფენას აპროტესტებდნენ, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად მოეწყო.

როგორც ლადო სადღობელაშვილმა დაკავებამდე განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი მოძმე უკრაინასთან ურთიერთობაში ხელს უშლის საქართველოს. "რეალურად, მისი სახელობის ბიბლიოთეკა კი წარმოადგენს "ნაციონალური მოძრაობის" ბუდეს", - აღნიშნა სადღობელაშვილმა. ამ განცხადების გაკეთების შემდეგ მან და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებმა ბიბლიოთეკის შენობას საღებავები შეასხეს, რის შემდეგაც სადღობელაშვილი დააკვეს.

სადღობელაშვილის გარდა დაკავებულია "თავისუფალი თაობის" კიდევ 4 წევრი.
მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.