loader

ზაზა ურუშაძის "მანდარინებმა" "ოსკარი" ვერ მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზაზა ურუშაძის "მანდარინებმა" "ოსკარი" ვერ მიიღო

ლოს-ანჯელესში, ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში პოლონურმა ფილმმა "იდამ" გაიმარჯვა.

შესაბამისად, ქართველი რეჟისორის, ზაზა ურუშაძის "მანდარინები" "ოსკარის" გარეშე დარჩა. "მანდარინები" ესტონეთ-საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის, "მანდარინების" გარდა, "ოსკარზე" წარდგენილი იყო - რუსული ფილმი "ლევიათანი", პოლონური "იდა", მავრიტანიული "ტიმბუქტუ" და არგენტინული "ველური ისტორიები".

ასევე იხილეთ: "ერთადერთი ფილმი, რომელზეც იყო ფეხზე ამდგარი ოვაციები, "მანდარინები" იყო" - ზაზა ურუშაძე