loader

განგაში და ევაკუაცია 180-ე სკოლაში - ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მოსწავლემ დარეკა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განგაში და ევაკუაცია 180-ე სკოლაში - ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ მოსწავლემ დარეკა

თბილისში, ვარკეთილში მდებარე 180-ე სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი შეწყდა, რისი მიზეზიც ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის თაობაზე სკოლაში განხორციელებული ზარი იყო. ამის გამო შენობიდან მოსწავლეთა და მასწავლებელთა ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე მუშაობდნენ გამნაღმველებიც.

შსს-ში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ზარის ავტორი ამავე სკოლის მოსწავლე აღმოჩნდა. გავრცელებულმა ინფორმაციამ ბავშვებში პანიკა გამოიწვია. სკოლიდან მოსწავლეების ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო.