loader

მოსკოვში პუტინის მთავარი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოსკოვში პუტინის მთავარი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს

მოსკოვის ცენტრში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. ტრაგედიის დეტალები დგინდება. პირველადი მონაცემებით, ბორის ნემცოვი ადგილობრივი დროით ღამის 23:30 საათზე მოკლეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას თეთრი ავტომობილი მიუახლოვდა, საიდანაც მსხვერპლს 4-ჯერ ესროლეს ზურგში. 55 წლის პოლიტიკოსი, მოძრაობა "სოლიდარნოსტის" დამფუძნებელი მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.

ნემცოვი ბორის ელცინის პრეზიდენტობის დროს ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა და მის ერთ-ერთ მემკვიდრედ მოიაზრებდნენ. მას ეკონომიკის რეფორმატორად იცნობდნენ იმ პერიოდში, როცა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ნიჟნი ნოვგოროდის მმართველი იყო. შემდეგ ოპოზიციონერი გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსად იქცა. ნემცოვი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი საპროტესტო აქციისა, რომელიც მოსკოვში 1 მარტისთვის არის დაგეგმილი.