loader

ქველმოქმედება სიკვდილის შემდეგ - ტრაგიკულად დაღუპული ნინო და დათო გვასალიების ხსოვნის საღამო ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქველმოქმედება სიკვდილის შემდეგ - ტრაგიკულად დაღუპული ნინო და დათო გვასალიების ხსოვნის საღამო ჯაბა ბოჯგუას გადასარჩენად

საჯარო ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ტრაგიკულად გარდაცვლილი ნინო და დათო გვასალიების ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

საღამოზე მოეწყო გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ნინო გვასალიას გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, ასევე ფოტოები და დათო გვასალიას მუსიკალური ნაწარმოებების ალბომი. საღამოზე შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას - მომღერალ ჯაბა ბოჯგუას მკურნალობას  მოხმარდება.

გარდაცვლილების დედის ინფორმაციით, 1 მარტს ღონისძიების გამართვის იდეა სიმბოლურ ხასიათს ატარებს, რადგან ამ დღეს ნინო გვასალიას დაბადების დღეა.

ნინო გვასალია 2013 წლის ოქტომბერს, 25-დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. დის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა 27 წლის დათო გვასალიამ.

ავტორი: ჯონი პატარკაციშვილი