loader

ვიდეოფაქტი: გზა თბილისში, სადაც მანქანები საბურავებს "ტოვებენ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეოფაქტი: გზა თბილისში, სადაც მანქანები საბურავებს "ტოვებენ"

მეტეხის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გზისა და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის 25 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, თითქმის სამასმეტრიანი საავტომობილო ხიდი უკვე მეოთხე თვეა, გადათხრილია და მასზე არსებული ღრმა ორმოების გამო მძღოლები მოძრაობას უფრთხიან.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, სამუშაოები ერთად უნდა ჩატარებულიყო ხიდსა და გზაზე. ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ხიდს სარეაბილიტაციო სამუშაოები ესაჭიროება. ამიტომ გაიყო ხიდი და გზა. გზაზე გრძელდება სამუშაოები, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კი სხვა პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა შეგვატყობინა, რომ ვადაგადაცილების გამო კონტრაქტორი კომპანია "გზამშენი 4" მუშაობს ჯარიმებით. ამასთან, კონტრაქტორი ირწმუნება, რომ საგზაო სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაასრულებს, თუმცა მაშინ, როცა "პალიტრა ტვ"-ის გადამღები ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა, არანაირი სამუშაო არ მიმდინარეობდა, ირგვლივ არც შესაბამისი ტექნიკა და მუშები იმყოფებოდნენ.

იხილეთ:

ვიდეოფაქტი: გადათხრილი ქუჩები თბილისში

ვიდეოფაქტი: მანქანების სადგომად ქცეული პუშკინის ქუჩა უკვე ინგრევა

ვიდეოფაქტი: ნაგვის მანქანის მიერ შექმნილი უზარმაზარი საცობი იოსებიძის ქუჩაზე

ვიდეოფაქტი: მიტოვებული და დაუსრულებელი შენობები თბილისის ცენტრალურ უბნებში