loader

წითელი ხალიჩა და ტორტი "ოსკარით" - მიღება "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის სახელზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

წითელი ხალიჩა და ტორტი "ოსკარით" - მიღება "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის სახელზე

ეროვნულმა კინოცენტრმა ფილმ "მანდარინების" შემოქმედებითი ჯგუფის "ოსკარის" ცერემონიიდან დაბრუნებასთან დაკავშირებით მიღება გამართა. ღონისძიება ხელოვნების სასახლეში მოეწყო. სასახლის ეზოში წითელი ხალიჩა იყო დაფენილი, გამოფენილი იყო შემოქმედებითი ჯგუფის აშშ-ში გადაღებული ფოტოები.

მიღებაზე ლოს ანჯელესში განცდილი ემოციების შესახებ ისაუბრეს ფილმის რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ, მსახიობმა მიშა მესხმა, ფილმის დამდგმელმა მხატვარმა თეა თელიამ. მიღწეულ წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ნანა ჯანელიძემ. ჯგუფს თან საერთაშორისო პრესის აკადემიის ჯილდო - ოქროს სატელიტი ჰქონდა წარმოდგენილი.

ასევე იხილეთ: "ხვრინავდა და ჩემს მხარზე ჰქონდა თავი" - ზაზა ურუშაძე "ოსკარზე" მიშა მესხის ჩაძინების ამბავს ჰყვება