loader

დავით კირკიტაძე საქართველოში დაბრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დავით კირკიტაძე საქართველოში დაბრუნდა

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში დაბრუნდა. დავით კირკიტაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა, რათა გამოძიების შეკითხვებს გასცეს პასუხი.

როგორც კირკიტაძემ "რუსთავი 2"-ს აეროპორტში განუცხადა, ყველა დარწმუნდება, რომ საქმე გვაქვს "უუნარო, არაკომპეტენტურ ხელისუფლებასთან".

დავით კირკიტაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. კირკიტაძის ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.