loader

"პუტინი ჩაჯდა ტანკში, შემოვიდა, ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?" - პაატა ზაქარეიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პუტინი ჩაჯდა ტანკში, შემოვიდა, ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე?" - პაატა ზაქარეიშვილი

"ნუ ვაკნინებთ საქართველოს სახელმწიფოს. ეს არის დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი, როცა სახელმწიფოს პიროვნებას უყენებთ მტრად. მე არსად მითქვამს, რომ პუტინი არ არის მტერი. მე ვთქვი რომ პიროვნება, ადამიანი, ვერ იქნება საქართველოს მტერი. მტერი არის რუსეთის სახელმწიფო. პუტინი ჩაჯდა ტანკში, შემოვიდა, ხალხი დახვრიტა თუ რაშია საქმე? ჩამოვყალიბდეთ მცნებაში, რას ნიშნავს მტერი. სადმე ნოვოროსიისკში ტახტზე წამოწოლილი ადამიანი, რომელიც ამბობს მე ვარ საქართველოს მტერი, შეიძლება იყოს საქართველოს მტერი? მტერი შეიძლება იყოს, მტრული განზრახვის რეალიზატორი ადამიანი და ვერც ერთი ადამიანი, სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრული განზრახვის რეალიზაციას ვერ მოახდენს" - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა.

იხილეთ გადაცემა "რეზიუმე" სრულად